Accessibility links

ქალაქ მარიუპოლს სეპარატისტები ინტენსიურად ბომბავენ არტილერიით


ინტენსიური საარტილერიო სროლების შესახებ მოდის ინფორმაციები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან, რომლის მცხოვრებნიც ბრძოლებს უწოდებენ, ყველაზე გააფთრებულს ბოლო სამი თვის განმავლობაში. მედიის ხელთ არსებული ინფორმაციით პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები მათ მიერ კონტროლირებადი ქალაქის ნაწილიდან არტილერიის ცეცხლს უშენენ უკრაინის სამთავრობო ჯარების პოზიციებს, რომლებიც მარიუპოლის აღმოსავლეთში მდებარეობს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ სროლის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები ქალაქიდან 5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ სარტანაში. ქალაქი მარიუპოლი აზოვის ზღავზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ვითარება „ფეთქებადია“ და ახალი სამხედრო ესკალაციის არდაშვების მიზნით სასწრაფოდ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს განცხადება 16 აგვისტოს გააკეთა ინტერვიუში, რომელიც „ბილდ ამ ზონტაგმა“ დაბეჭდა. შტაინმაიერის თქმით, მან კიევს და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შესთავაზა დაუყოვნებლივ გამართონ შეხვედრა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, რათა დაძაბულობა განიმუხტოს

XS
SM
MD
LG