Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტი ქალაქ მოსულის დაკარგვის გამოძიებას მოითხოვს


ერაყის პარლამენტი მოითხოვს, რომ ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, აქვთ თუ არა კავშირი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისა და ათობით სხვა მაღალჩინოსანს, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 2014 წელს ქალაქ მოსულის აღებასთან. 17 აგვისტოს მიღებული შესაბამისი დადგენილება ერაყელმა კანონმდებლებმა გაუგზავნეს ქვეყნის გენერალურ პროკურატურას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის აღძვრის თაობაზე.

XS
SM
MD
LG