Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: არ მაღელვებს, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მკვახე ლაპარაკით ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის სულ ერთია გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი. „არ მაღელვებს ეს. შევა, - კარგია. არ შევა, - კარგია“, - განაცხადა ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში ტრამპმა, რომელიც ცდილობს გახდეს რესპუბლიკური პარტიის ერთიანი კანდიდატი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG