Accessibility links

logo-print

ალი ხამენეი: ბირთვული შეთანხმების ბედის კვლავაც ბუნდოვანია


ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ კვლავაც ბუნდოვანია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისა და ირანის მიერ ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ბედი, რადგან ირანის და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოების ჯერჯერობით განაგრძობენ დოკუმენტის შესწავლას. თავად ხამენეიმ, რომელსაც, როგორც უზენაეს ლიდერს, ბოლო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში, - ამ განცხადებით მიანიშნა ირანელ კანონმდებელს, რომ ემხრობა შეთანხმების შესწავლის დამთავრებას და დოკუმენტის კენჭისყრაზე დაყენებას. თუმცა, ბუნდოვანია, თავად ირანის ლიდერი ემხრობა, თუ არა შეთანხმების ტექსტს.

XS
SM
MD
LG