100-მდე გაზიარდა სირიის სამთავრობო ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის დროს დაღუპულ ადამიანთა რიცხვი დამასკის გარეუბანში. ამ შედეგით, 16 აგვისტოს საავიაციო რეიდები მეამბოხეების კონტროლირებად ქალაქ დუმაზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი გახდა სირიაში მიმდინარე ოთხწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში. გაეროს ჰუმანიტარული მისიების ხელმძღვანელობამ ვითარებას უწოდა "საშინელი" და სირიის მთავრობას სამოქალაქო პირების დაცვისაკენ მოუწოდა.
ყველაზე პოპულარული
1