Accessibility links

logo-print

"კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მათი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ


ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული 7 რიგითი სპეცრაზმელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ მათი ადვოკატები. დღეს ისინი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც საქმის განხილვა 15 საათზე განახლდება. ადვოკატმა უშანგი მგელაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ დაცვის მხარე პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვს. ადვოკატმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ დაუდგება თავდებად ბრალდებულ სპეცრაზმელებს. 2006 წლის მაისში, ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ბრალდება პროკურატურამ წელს თებერვალში წარუდგინა 12 პირს. გამოძიების ეტაპზე 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე ხელმძღვანელი პირების საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო. რამდენიმე კვირის წინ, რიგითმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენებები მისცეს ამავე საქმეზე ბრალდებული, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ირაკლი ფირცხალავას და კახა ნაკანის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG