Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვისოლმა“ ლიტრი ბენზინი 5 თეთრით გააიაფა


17 აგვისტოდან ლიტრი ბენზინი 5 თეთრით გააიაფა საქართველოს ბაზარზე მოქმედმა კომპანია „ვისოლმა.“ მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასის შემცირების ტენდენციის გათვალისწინებით, გასულ კვირაში 5 თეთრით გააიაფა დიზელის საწვავიც. კომპანია აღნიშნავს, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა, ეს მომავალშიც აისახება „ვისოლის“ საწვავის ფასზეც. ბოლო დღეებში საწვავი 5-6 თეთრით გააიაფეს კომპანიებმა "ლუკოილმა" და „სოკარმაც.“

XS
SM
MD
LG