Accessibility links

logo-print

სასამართლომ გაანთავისუფლა „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებულები


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაანთავისუფლა გახმაურებული „კორტების სპეცოპერაციის საქმეზე“ დაკავებული პირები, სულ 7 ბრალდებული სპეცრაზმელები. მათ თავდებად სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედი წევრები დაუდგნენ. მოთხოვნას პროკურატურაც დაეთანხმა. 2006 წელს თბილისის ცენტრში ჩოგბურთის კორტების მიმდებარე სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა სავარაუდო ეჭვმიტანილი ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მანქანაში ჩაცხრილეს. ამ საქმეზე თავდაპირველად 12 პირს წარუდგინეს ბრალდება, შემდეგ ხელმძღვანელი პირების საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. რიგითმა სპეცრაზმელებმა, როგორც ცნობილია, მათ წინააღმდეგ საქმის ფარგლებში, ასევე ხელმძღვანელი პირების საქმეზე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და კიდევ რამდენიმე პირის მამხილებელი ჩვენებები მისცეს.

XS
SM
MD
LG