Accessibility links

უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური სროლა გრძელდება


უკრაინის აღმოსავლეთში გასული დღეღამის განმავლობაში მარიუპოლთან ბრძოლებში დაიღუპა ან საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლა შვიდი ადამიანი. ამ საპორტო ქალაქის მცხვორებლების თანახმად, მიმდინარე საარტილერიო ცეცხლი ყველაზე ინტენსიურია ბოლო სამი თვის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლიდან 5 კილომეტრში, დასახლება სარტანაში დაინგრა სახლები, დაზიანდა ნავთობსაცავი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სარტანაში დაიღუპა ორი ადამიანი - ქალი და კაცი. სეპარატისტების მონაცემებით, სულ ცოტა სამი ადამიანი ემსხვერპლა სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ გორლოვკაზე იერიშს. გორლოვკა მსხვილი სამრეწველო ცენტრია დონეცკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ვრცელდება ცნობები 17 აგვისტოს სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის კვარტლების მიმართულებით ნაღმსატყორცნებიდან ინტენსიური ცეცხლის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG