Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის რკინიგზის" ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს


"რუსეთის რკინიგზის" ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული, ნდობით აღჭურვილი პირია, აცხადებს, რომ ის დატოვებს თანამდებობას. ვლადიმირ იაკუნინი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრობის კანდიდატად არის დასახელებული. კერძოდ, 13 სექტემბერს გუბერნატორის არჩევნები გაიმართება რუსეთის კალინინგრადის ოლქში. რუსეთის მედიით ვრცელდება 67 წლის ვლადიმირ იაუკუნინის განცხადება, რომ ის 13 სექტემბრის არჩევნების შემდეგ დატოვებს კომპანიას. მანამდე კალინინგრადის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ რეგიონის მოქმედმა გუბერნატორმა ნიკოლაი ცუკანოვმა იაკუნინი დაასახელა რუსეთის ფედერაციის საბჭოში ანკლავის წარმომადგენლად.

XS
SM
MD
LG