Accessibility links

გრძელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ვაშინგტონში შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, პუნიტ ტალვარს. შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების გარდა განხილული იყო აშშ-ისგან შემდგომი მხარდაჭერის შესაძლებლობები, ურთიერთობის გაღრმავების ახალი ფორმატები და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG