Accessibility links

აზერბაიჯანში ხადიჯა ისმაილოვას პროცესს ოჯახი „თავიდან ბოლომდე ტყუილს“ უწოდებს


ბაქოს სასამართლომ 18 აგვისტოს განაახლა გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას პროცესი. ხადიჯას დედის და დის განცხადებით სასამართლო მიკერძოებულია. ჟურნალისტის დედამ, ელმირა ისმაილოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროცესი „თავიდან ბოლომდე ტყუილია“. ხადიჯა ისმაილოვა რადიო თავისუფლების მიმომხილველია, რომელსაც რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული აზერბაიჯანში კორუფციის მხილებისათვის. მას ბრალად ედება ფულის მითვისება, გადასახადებისგან თვის არიდება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლეთის ქვეყნები პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG