Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაიწყო მესხური ტერასების აღდგენა


ტერასები რაბათის ციხეში
ტერასები რაბათის ციხეში

მთის კალთებზე შეფენილი, ხელოვნურად დაბაქნებული ჰექტრობით ტერიტორია, რომელიც მთელ საქართველოში უნიკალური არქიტექტურული ნიმუშია, მალე ძველ იერსახეს დაიბრუნებს. მეღვინე გიორგი ნათენაძე, ბიზნესპარტნიორებთან ერთად, ასპინძაში მესხური ტერასების 23 ჰექტარის აღდგენასა და 14 სახეობის მესხური ვაზის დარგვას აპირებს.

მესხური ტერასების აღდგენაზე გიორგი ნათენაძე ორ პარტნიორთან ერთად სამი წლის განმავლობაში იზრუნებს. ამბობს, რომ, ტურიზმის განვითარების გარდა, პროექტი დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია. მარნების მშენებლობაში, მესხური ვაზის ნერგების დარგვასა და ყველა იმ საქმიანობაში, რომელიც ძველი იერსახის აღსადგენად არის საჭირო, ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება.

მზის სხივებით გამთბარი გარემო და მცირე წყლით დიდი რაოდენობის ფართობის მორწყვა – ნუგზარ თათეშვილის აზრით, სწორედ ამაშია მესხური ტერასების უნიკალურობა. ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში მესხური ტერასების აღდგენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

გიორგი ნათენაძე ტერასების აღდგენით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მეღვინეობის სფეროში ჩაერთო და ვაზის ძველი მესხური ჯიშების შეგროვება დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერი ამჟამად სამი სახეობის ადგილობრივ ღვინოს აწარმოებს, რომლის ეტიკეტირებასაც საკუთარი დიზაინით ახდენს.

პროექტის ავტორებისა და სპეციალისტების აზრით, მესხური ტერასების აღდგენა სამცხე-ჯავახეთში აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG