Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოკლეს პალმირის მთავარი მეთვალყურე


სირიიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოკლეს უძველეს ქალაქ პალმირის მთავარი მეთვალყურე. 82 წლის ხალიდ ასადი პალმირაში 50 წელზე მეტხანს მუშაობდა. ის ბევრი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სირიის მუზეუმებისა და სიძველეების დირექტორატის ხელმძღვანელის, მაამუდ აბდულკარიმის თქმით, მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მეთვალყურის მოკვეთილი თავი პალმირის ცენტრალურ მოედანზე ერთ-ერთ ანტიკურ კოლონაზე იყო დამაგრებული. აბდულკარიმის თქმით, მკვლელობამდე ხალიდ ასადს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწამებდნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქი პალმირა მაისის შუა რიცხვებში დაიკავეს.

XS
SM
MD
LG