Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებული სპეკულაციები გაუგებარი და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის“


„გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებული სპეკულაციები აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. "გაეროშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა - დასათვალიერებლად. პრემიერობამდეც ხშირად ვყოფილვარ ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება", რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.

XS
SM
MD
LG