Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ფაჩულია თბილისში გეგმავს გახსნას NBA-ის სტანდარტების კალათბურთის აკადემია


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას დიდუბეში მდებარე სპორტული ბაზა უსასყიდლოდ, 50 წლით გადაეცა NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად. შეთანხმების მიხედვით, აკადემია მოამზადებს ბავშვებს სხვადასხვა კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, აკადემიაში NBA-ის სტანდარტების მიხედვით, მომზადდებიან ქართველი მწვრთნელები, ამერიკელი და თურქი მწვრთნელების მეთვალყურეობით.

XS
SM
MD
LG