Accessibility links

logo-print

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად ბრიტანელი სებასტიან კოუ აირჩიეს


მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს ბრიტანელი სებასტიან კოუ, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი საშუალო მანძილებზე რბენაში. 58 წლის კოუმ დღეს პეკინში გამართული კენჭისყრის შედეგად მიიღო 115 ხმა, მაშინ როცა ასევე ფავორიტად მიჩნეულ გამოჩენილ უკრაინელ ათლეტს, სერგეი ბუბკას სულ 92 ხმა ერგო. კოუს წინაშე ახლა დგას გამოწვევა, გააუმჯობესოს მძლეოსნობის იმიჯი, რომელიც შელახულია დოპინგის გამოყენებით გამოწვეული სკანდალების შედეგად. ასევე 19 აგვისტოს გამართული კენჭისყრის შედეგად, კოსოვო ოფიციალურად ცნეს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წევრად.

XS
SM
MD
LG