Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ნარმანია: ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტზე მასალები საგამოძიებო ორგანოებს გაეგზავნა


თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებული მასალები რეაგირებისთვის გაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს. თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მერიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე გამხმარ ხეებთან ერთად მოჭრეს 21 საღი ფიჭვიც. "ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას, კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას, რაც არავის ეპატიება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი ინფორმაციით, მერიამ გასცა მხოლოდ გამხმარი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეებმა, რომლებიც მშენებლობას გეგმავენ, საღი ხეებიც მოჭრეს. თბილისის მერის თქმით, მსგავსი ქმედება სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საგამოძიებო უწყებებს. "ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება და ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია" - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

XS
SM
MD
LG