Accessibility links

logo-print

რუსეთში პროკურორები მოითხოვენ 23 წლით პატიმრობას უკრაინელი რეჟისორისათვის


რუსეთში პროკურორები მოითხოვენ 23 წლით პატიმრობას უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვისათვის, რომელსაც წაყენებული აქვს ტერაქტების მოწყობის მიზნით შეთქმულების ბრალდება. ოპონენტები ბრალდებას მიიჩნევენ ანგარიშსწორებად ყირიმის საკითხში სენცოვის პრო-უკრაინული პოზიციისათვის. ყირიმელი რეჟისორი მკაცრად აკრიტიკებდა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. სენცოვი და მასთან ერთად ბრალდებული ალექსანდრ კოლჩენკო 21 ივლისს წარდგნენ სასამართლოს წინაშე რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ორივე უარყოფს ბრალდებებს. კოლჩენკოსთვის პროკურორები 12 წლით პატიმრობას მოითხოვენ. სენცოვი და კოლჩენკო 2014 წლის მაისში დააკავეს უკრაინის კიდევ ორ მოქალაქესთან, ალექსი ჩირნისთან და გენადი აფანასევთან ერთად ყირიმში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ჩერნი და აფანასევი უკვე ცნეს დამნაშავედ და მათ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ოლეგ სენცოვის ადვოკატი, ვლადიმირ სამოხინი თავისი კლიენტის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს და უსაფუძვლოს უწოდებს ყველა ბრალდებას.

XS
SM
MD
LG