Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასი დაეცა


ოთხშაბათს ნიუ-იორკის სამრეწველო ბირჟაზე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა ნავთობის ფასი. კერძოდ, აშშ-ს ტეხასის შტატში მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობი 40 დოლარი და 80 ცენტი ღირდა, რაც დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასზე ოთხი პროცენტით ნაკლებია. ფასის მკვეთრი ვარდნის მიზეზი გახდა ცნობა ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები შემცირებას ვარაუდობდნენ. „სიტიგრუპის“ კორპორაციის ექსპერტთა პროგნოზის თანახმად, დასავლეთ ტეხასში მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის ფასი 32 დოლარამდე შემცირდება.

XS
SM
MD
LG