Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში აფეთქების შედეგად დაშავდა 22 ადამიანი


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ოთხშაბათს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. დაჭრილთა შორის ექვსი პოლიციელია. ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ავტომანქანაში მოთავსებული მოწყობილობა დისტანციური მართვის საშუალებით ააფეთქეს. აფეთქება მოხდა ეგვიპტის ერთ-ერთი ძალოვანი უწყების შენობასთან, რომლის ფასადიც დაზიანდა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG