Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პროკურორებმა დაასრულეს არგუმენტების წარდგენა ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ


ბაქოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე სხდომაზეპროკურორებმა დაასრულეს თავიანთი არგუმენტების წარდგენა გამომძიებელი ჟურნალისტის, 39 წლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ. ამის შემდეგ მათ სასამართლოს დამატებით ერთი დღის გამოყოფა სთხოვეს საიმისოდ, რომ სასჯელის ოდენობა ითხოვონ. ისმაილოვა რადიო თავისუფლებისთვისაც წერდა, ის დიდი ხნის განმავლობაში იძიებდა კორუფციას ქვეყნის მთავრობაში. ისმაილოვას ბრალი ედება გაფლანგვაში, გადასახადებისთვის თავის არიდებაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ისმაილოვა ბრალდებებს უარყოფს და მათ მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულ შურისძიებად მისი საქმიანობის გამო. ისმაილოვას დაპატიმრება დაგმეს საერთაშორისო უფლებადამცველმა აქტივისტებმა და დასავლეთის მთავრობებმა. მისი დედა, ელმირა ისმაილოვა სასამართლო პროცესს „თავიდან ბოლომდე სიცრუეს“ უწოდებს. პროცესი დაიწყო 24 ივლისს და მას შემდეგ ჟურნალისტებს და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ მისცემიათ დასწრების შესაძლებლობა. ამნესტი ინტერნეიშენალი ისმაილოვას „სინდისის პატიმარს“ უწოდებს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ მას ბრალდებებისაგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობისთვის წაუყენეს.

XS
SM
MD
LG