Accessibility links

logo-print

კაიროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა


ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა პასუხისმგებლობა იკისრეს კაიროში, ეროვნული უშიშროების შენობასთან მომხდარ მასშტაბურ აფეთქებაზე. დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა ექვსი პოლიციელი და დაზიანდა შენობები. თავდასხმას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის მიერ მკაცრი ანტიტერორისტული კანონის მიღება, „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ დანაყოფთან ბრძოლის მიზნით. ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელმა უშიშროების სამსახურის შენობის წინ გააჩერა მანქანა და შემდეგ ის მოტოციკლისტმა წაიყვანა. ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციიდან მოიყვანეს მოქმედებაში, როცა მძღოლი და მოტოციკლისტი აღარ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას.

XS
SM
MD
LG