Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის სამინისტრო: დარღვევები გამოავლინა შრომის მონიტორინგმა


შრომის პირობების მონიტორინგის შედეგად სახელმწიფო და კერძო უწყებებში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელზა ჯგერენაიამ. მისი ინფორმაციით, სპეციალურად მომზადებულმა შრომის მონიტორებმა ამ ეტაპზე შეამოწმეს 30 სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა, რომელიც პროცესში ნებაყოფლობით ჩაერთო. ელზა ჯგერენაიას განმარტებით, ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევებია პერსონალური დამცავი აღჭურვილობის არქონა, მოთხოვნებთან სამუშაო პირობების შეუსაბამობა და ის, რომ კომპანიებში არ ხდებოდა დოკუმენტაციის წარმოება დარღვევების შესახებ. შრომის ინსპექციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, უკვე შემოწმებული უწყებები ეტაპობრივად შეასრულებენ. ამასთან, 1 იანვრიდან შრომის მონიტორები დაიწყებენ ყველა სტრუქტურისთვის სავალდებულო შემოწმებას, რომლის მიზანია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლოატაციის აღმოფხვრა და პრევენცია.

XS
SM
MD
LG