Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. მან ასევე თქვა, რომ მონაწილეობას მიიღებს სექტემბერში დანიშნულ არჩევნებში. ციპრასმა განაცხადა: "პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე მივიღე, ამოწურულია და ბერძენმა ხალხმა ხელახლა უნდა გააკეთოს არჩევანიო“. კომენტატორების აზრით ციპრასის მიზანი საკუთარ გუნდში იმ მოწინააღმდეგეების ხმების ჩახშობაა, რომლებიც ევროკავშირის დახმარების პროგრამის პირობებს არ ეთანხმებიან.

XS
SM
MD
LG