Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვასთვის ბრალდება ცხრაწლიან პატიმრობას ითხოვს


აზერბაიჯანის პროკურატურამ 21აგვიტოს გამომძიებელ-ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვასთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მოითხოვა. დახურულ კარს მიღმა 39 წლის ჟურნალისტის საქმის მოსმენაზე ჟურნალისტები და საფრანგეთის, ნორვეგიის და შვედეთის ელჩები არ შეუშვეს და ისინი გარეთ იცდიდნენ. ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, მასალებს აქვეყნებდა აზერბაიჯანში კორუფციის, მათ შორის პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობის შესახებ. მას ბრალად ედება გაფლანგვა, გადასახადისთვის თავის არიდება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იტყობინებიან, რომ მას გაეცინა, როცა პროკურატურის მოთხოვნას ისმენდა, მიესაჯოს მას ცხრაწლიანი პატიმრობა. შემდგომი სხდომა 26 აგვიტოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG