Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის შიიტი სასულიერო პირი: რეფორმების გარეშე ქვეყანა დაიშლება


ერაყის მაღალი რანგის შიიტმა სასულიერო პირმა, დიდმა აიათოლა, ალი ალ-სისტანიმ განაცხადა, რომ ქვეყანას დიდი სირთულეები ექნება, და შეიძლება დაიშალოს კიდეც, თუ არ გატარდა რეფორმები. სისტანიმ, რომელიც უსაზღვრო ავტორიტეტით სარგებლობს ერაყში, არაერთი მოწოდება გამოთქვა რეფორმებისკენ, რომლებსაც მოჰყვა ფართო ცვლილებები და პრემიერ-მინისტრის, ჰაიდარ ალ-აბადის ანტიკორუფციული ნაბიჯი. ალ-სისტანი თვლის, რომ კორუფციამ უშიშროების ძალებში და მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ, ხელი შეუწყო ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებს, დაეკავებინათ ქვეყნის დიდი ნაწილი.

XS
SM
MD
LG