Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი და ირანის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საელჩოებს გახსნიან


ბრიტანეთი და ირანი გახსნიან თავიანთ საელჩოებს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ. ოთხი წლის წინ თეირანისთვის სანქციების დაწესებით განაწყენებულმა ბრბომ ირანში ბრიტანეთის საელჩოს შეუტია, რასაც საელჩოს დახურვა მოჰყვა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი, რომელმაც დახმარება გასწია, მიეღწიათ შეთანხმებისთვის ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის ბირთვულ სფეროში, 23 აგვიტოს ირანში ჩავა და კვლავ გახსნის ბრიტანეთის საელჩოს. თეირანი იმავე დღეს გახსნის თავის საელჩოს ლონდონში. დასავლეთის ქვეყნების არაერთი ოფიციალურ წარმომადგენელი ჩავიდა თეირანში, ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

XS
SM
MD
LG