Accessibility links

logo-print

გერმანიაში დევნილთა ბანაკში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა


გერმანიის ქალაქ ზულის დევნილთა ბანაკში მომხდარი შეტაკების შედეგად 17 ადამიანი დაიჭრა. როგორც ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტი იუწყება, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ადამიანი თავს დაესხა ავღანელ მამაკაცს, რომელმაც, თვითმხილველთა თქმით, ყურანიდან რამდენიმე გვერდი ამოხია და უნიტაზში ჩაყარა. პოლიცია, რომელიც მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა, თავადაც თავდასხმის ობიექტი გახდა. დაშავებულთა შორის არის 6 პოლიციელი.

XS
SM
MD
LG