Accessibility links

logo-print

პერუს კონგრესმა ნარკოტიკებით დატვირთული თვითმფრინავების ჩამოგდების ნებართვა გასცა


პერუს კონგრესმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომელიც ნებას აძლევს სამართალდამცავებს, ჩამოაგდონ თვითმფრინავი, თუკი არსებობს ეჭვი, რომ მას ნარკოტიკები გადააქვს.პერუ მსოფლიოში კოკაინის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად ითვლება. პერუს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო აცხადებს, რომ ნარკომოვაჭრეებს კოკაინი სხვა ქვეყნებში, უმთავრესად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად მცირე ზომის თვითფრინავებით შეაქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები, რომლიც სპონსორია სამხრეთ ამერიკაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამისა, არ ეთანხმება კერძო საკუთრებაში მყოფი თვითმფრინავების ჩამოგდების ნებართვას. 2001 წელს პერუელმა სამხედროებმა შეცდომით ჩამოადგეს თვითმფრინავი, რომელშიც ამერიკელი მისიონერები იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG