Accessibility links

logo-print

ყაზახეთი სავალუტო კრიზისის შესამსუბუქებლად მილიარდი დოლარის სესხს მიიღებს


აზიის განვითარების ბანკი მილიარდ დოლარს ასესხებს ყაზახეთს, რომლის სახელმწიფო ვალუტის, ტენგეს გაუფასურებას რეგიონში პანიკა მოჰყვა. ბანკის განცხადება გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ტენგეს კურსი 23 პროცენტით დაეცა. ეს მოჰყვა ნაბიჯს, როცა ყაზახეთმა დოლართან ერთობლივი სავალუტო დერეფანი დატოვა და თავისუფალი გაცვლითი კურსის პრინციპზე გადავიდა. ეს ასტანის მცდელობის ნაწილია, გაუმკლავდეს ნავთობის და გაზის ფასის დაცემას.

XS
SM
MD
LG