Accessibility links

logo-print

თურქეთში 1 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, სტამბოლში, გამოცხადა, რომ მის ქვეყანაში პირველ ნოემბერს ახალ პარლამენტს აირჩევენ. მთავრობის შექმნის ოფიციალური ვადა ამ კვირაში გადის. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება სარჩევნო კომისიას, დაადგინოს ოფიციალური დღე არჩევნებისა. მმართველმა, სამართლიანობის და განვითარების პარტიამ, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე დაკარგა აბსოლუტური უმრავლესობა. პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ოთხშაბათს მთავრობის შექმნის მანდატი უკან დააბრუნა. უფრო ადრე ჩაიფუშა კოალიციური მოლაპარაკებები მემარცხენე-ცენტრისტულ და მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიებთან.

XS
SM
MD
LG