Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ მფრინავს მოსკოვში არ გაასამართლებენ


რუსეთის სასამართლომ არ ისურვა უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს სასამართლოს მოსკოვში გადატანა. დონის როსტოვის სასამართლომ დაადგინა, რომ სავჩენკო, რომელიც ბრალდებულია ინფორმაციის გადაცემაში, რასაც რუსეთის ორი ჟურნალისტის სიკვდილი მოჰყვა, გასამართლდება უკრაინის საზღვართან მცირე ქალაქში. რუსეთის ოფიციალურ პირთა ცნობით, სავჩენკო, რომელიც მოხალისედ მსახურობდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პრორუსულ სეპარატისტებს ებრძვიან უკრაინელები, სარაკეტო თავდასხმისთვის კოორდინატები მისცა უკრაინის ჯარს და ამას მოჰყვა ორი ჟურნალისტის სიკვდილი. დაკავების შემდეგ, სავჩენკო, რომელმაც საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა, რუსეთში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG