Accessibility links

logo-print

ისლამურმა სახელმწიფომ ძველი მონასტერი და ეკლესია გაანადგურა


ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ცენტრალურ ქალაქში დაანგრია მეხუთე საუკუნის მონასტერი და ეკლესია. ექსტრემისტული გაერთიანების მეომრებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ანადგურებენ ბულდოზერებით მარ ელიანის მონასტერს ქალაქ ალ-ყარიატანთან, ჰომსის პროვინციაში. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქი 5 აგვისტოს დაიკავა და 230 ადამიანი დაატყვევა, მათ შორის ათეულობით ქრისტიანი. მათგან 50, მოგვიანებით გაუშვეს, დანარჩენები რაყაში წაიყვანეს. დამასკში სასულიერო პირმა ამცნო ასოშიეიტედ პრესს, რომ დაანგრიეს ასევე ეკლესია, რომელიც მონასტერზე ძველი იყო.

XS
SM
MD
LG