Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სანაპიროსთან სირიელი მიგრანტი დაიხრჩო


თურქეთის მედია იტყობინება, რომ სირიელი ქალი დაიღუპა ნავის ჩაძირვისას, როცა მასზე მყოფნი საბერძნეთის კუნძულ კოსზე გადასვლას ცდილობენ. ცხრა სხვა მიგრანტი გადაარჩინეს. მინის ბოჭკოთი დამზადებული ნავი თურქეთის ნახევარკუნძულ ბოდრუმთან გადაბრუნდა. სხვა ინციდენტისას ტურისტულმა გემმა 11 მიგრანტი გადაარჩინა, როცა მათი გასაბერი ნავი ასევე კოსისკენ მიემართებოდა და ჩაიძირა. საფრთხის მიუხედავად ათასობით მიგრანტი ცდილობს თურქეთიდან, ევროპის კავშირის წევრი საბერძნეთის კუნძულ კოსზე გადასვლას.

XS
SM
MD
LG