Accessibility links

logo-print

საფონდო ბირჟები დაღმასვლით რეაგირებს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებაზე


მსოფლიოს საფონდო ბირჟები უარყოფითად რეაგირებს ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელებაზე. აქციის ფასების კლების ტენდენცია 21 აგვისტოს აზიაში დაიწყო და მალე გავრცელდა ევროპაზე, გამოიწვია დაღმასვლა გერმანიისა და საფრანგეთის, მოგვიანებით უკვე შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზე. ინვესტორები ზურგს აქცევენ ნავთობკომპანიებს, ისევე როგორც „ნეტფლიქსს“, „ეპლს“ და სხვა კომპანიებს, რომლებიც აქამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარზე ნაკლები გახდა პირველად 2009 წლის შემდეგ და გაძლიერდა მთავრობების ფასიანი ქაღალდების კურსი, რადგან ინვესტორები დაბალრისკიან ალტერნატივებს ეძებენ. აშშ-ის აქციების კურსის წამყვანი მაჩვენებელი, „დოუ ჯოუნსი“ 3%-ით შემცირდა. ჩინეთის ძლიერი ეკონომიკა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა წარმოება და ინვესტიციები შენობებსა და ინფრასტრუქტურაში, მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ძლიერი სტიმულია 21-ე საუკუნის დასაწყისიდან.

XS
SM
MD
LG