Accessibility links

აზერბაიჯანში შეტაკებები მოჰყვა ახალგაზრდა კაცის სიკვდილს


აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მანამდე პოლიციელებმა დაკითხეს. 22 აგვისტოს შეტაკებისას, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარეები იხმარა საპროტესტო აქციის დასაშლელად. შეკრებილები მოითხოვენ პოლიციის უფროსის, ალასგარ ბადალოვის გადადგომას. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, როგორ შედის 27 წლის მამაკაცი 21 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი ფანჯრიდან გადახტა დაკითხვის დროს. არ გავრცელებულა ინფორმაცია, რა საკითხს ეხებოდა დაკითხვა. გარდაცვლილის მამამ ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურს უთხრა, რომ მის შვილს სხეულზე ბევრი დაზიანება აღენიშნება და ის სავარაუდოდ ცემით მოკლეს, რის შემდეგაც პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადააგდეს.

XS
SM
MD
LG