Accessibility links

logo-print

ისრაელის მედია: ბოლო წლებში სამჯერ დაიბლოკა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის გეგმა


ისრაელის ტელევიზიის ცნობით, ბოლო წლებში სამჯერ დაიბლოკა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმის გეგმა. ისრაელის ტელევიზიის „მეორე არხმა“ მოიპოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ეჰუდ ბარაკის საუბრის აუდიოჩანაწერი - ბარაკი ამბობს, რომ მოამზადა ირანზე თავდასხმის გეგმები და ისინი დამტკიცა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ. მისივე თქმით, ისრაელის არმიის სარდალმა გაბი აშკენაზიმ ერთი დაგეგმილი თავდასხმა დაბლოკა 2010 წელს. აუდიოჩანაწერი მოიცავს განმარტებებს ამ და დანარჩენი დაგეგმილი იერიშების დაბლოკვასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ტელევიზიით ამ ინფორმაციის გავრეცლების ფონს ქმნის ისრაელის უკმაყოფილება ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მიერ მიღწეული შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG