იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შაბათს 1700-მდე მიგრანტი გადაარჩინეს ხმელთაშუა ზღვაში მას შემდეგ, რაც დახმარების თხოვნა მიიღეს ორ ათეულზე მეტი გემიდან. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებაზე მითითებით. 1700-მდე ადამიანი ხუთ გემზე იმყოფებოდა, მიმდინარეობს ოპერაციები დანარჩენ 17 გემზე მყოფი ხალხის გადასარჩენად. ხმელთაშუა ზღვა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გზაა მიგრანტებისათვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მარტო წელს 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ევროპაში გემებით ჩასვლის მცდელობისას.
ყველაზე პოპულარული
1