Accessibility links

logo-print

ბრიტანეთმა კვლავ გახსნა საელჩო თეირანში


ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ფილიპ ჰამონდმა კვლავ გახსნა ბრიტანეთის საელჩო თეირანში - ოთხ წელიწადში მას შემდეგ, რაც საელჩოში ირანელი დემონსტრანტები შეიჭრნენ, რასაც მისი დახურვა მოჰყვა. საელჩოს გახსნა მიჩნეულია ისტორიულ ნაბიჯად ირანთან დასავლეთის ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე. დღესვე გაიმართება ჰამონდის და მისი ირანელი კოლეგის, მოჰამად ჯავად ზარიფის ერთობლივი პრესკონფერენცია. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ისნა" იუწყება ასევე, რომ 23 აგვისტოს ლონდონშიც კვლავ გაიხსნა ირანის საელჩო.

XS
SM
MD
LG