Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო პარტიებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს აღმოსავლეთში სეპარატისტული კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად და „რუსი აგრესორის“ დასამარცხებლად. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვისას, პოროშენკომ მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს მიმართა მოწოდებით, ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც საგანგებო სტატუსს მიანიჭებდა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე რეგიონებს. ამ საკითხზე პირველი კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება. მაგრამ უკრაინის პრო-დასავლურ მმართველ კოალიციაში აზრთა იმდენად მკვეთრი სხვაობაა, რომ ნათელი არ არის, მოგროვდება თუ არა პარლამენტში 226 ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების მორე მოსმენით განსახილველად.

XS
SM
MD
LG