Accessibility links

მინსკში ჩავიდა ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც ლუკაშენკომ შეიწყალა


ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ნიკოლაი სტატკევიჩი მინსკში ჩავიდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გამოუშვეს ციხიდან. მან თითქმის ხუთი წელი დაჰყო პატიმრობაში. სტატკევიჩს მინსკის რკინიგზის სადგურზე დახვდა ათობით ადამიანი - ახლობლები, ოპოზიციის ლიდერები, რიგითი მხარდამჭერები. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ის 22 აგვისტოს შეიწყალა კიდევ ხუთ ადამიანთან ერთად, რომელთაც უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრებად მიიჩნევდნენ. ექვსი პოლიტპატიმრის შეწყალება სულ ორი თვით უსწრება მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება. ლუკაშენკო 1994 წლიდან არის ბელორუსიის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG