Accessibility links

ოლანდმა მადლობა გადაუხადა ობამას მატარებელში ამერიკელების მოქმედებისთვის


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას შეერთებული შტატების სამი მოქალაქის, პარიზის შეფასებით, „სანიმუშო მოქმედებისათვის“, როცა მათ შეიარაღებული პირი შეაჩერეს და განაიარაღეს მგზავრებით სავსე მატარებელში. შეიარაღებული პირი სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტია. ოლანდის ადმინისტრაციის ცნობით, ორმა პრეზიდენტმა შაბათ საღამოს ისაუბრა ტელეფონით და დაადასტურა მზადყოფნა, ითანამშრომლონ „ყველა ფრონტზე ძალადობისა და ტერორიზმის წინაღამდეგ ბრძოლაში“. როგორც იუწყებიან, ოლანდი აპირებს 24 აგვისტოს პარიზში, ელისეს სასახლეში შეხვდეს სამ ამერიკელ ახალგაზრდას, რომელმაც შეაჩერა „კალაშნიკოვის“ ავტომატით, პისტოლეტითა და დანით შეიარაღებული თავდამსხმელი. სამ ამერიკელსა და ბრიტანეთის ერთ მოქალაქეს, რომელიც მათ დაეხმარა, საფრანგეთის ქალაქ არასში მიენიჭათ მედლები სიმამაცისათვის.

XS
SM
MD
LG