Accessibility links

ლიბიის ნაპირებთან 4000-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს


იტალიის სანაპირო დაცვამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4000-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის ნაპირებთან. იტალიის სანაპირო დაცვა 23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში იტყობინება, რომ მიგრანტები ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ გადავსებული, ძველი და უხარისხო გემებით. სამაშველო ოპერაციისას, რომელშიც იტალიელებთან ერთად ნორვეგიის და ირლანდიის გემებიც მონაწილეობდა, მსხვერპლი არ ყოფილა. მაგრამ წლევანდელი მონაცემებით, რომლებსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს, 2000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოხვედრის მცდელობისას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, ლტოლვილებისა და დანარჩენი მიგრანტების მკვეთრ მატებას იწვევს კონფლიქტები და რეპრესიები აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG