Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში აპროტესტებენ ქალაქში ნაგვის დაგროვებას


ბეირუთში ორი დღეა აპროტესტებენ მთავრობის უუნარობას, იზრუნოს ქალაქის დასუფთავებაზე. ლიბანის დედაქალაქიდან ნაგვის გატანის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა შეტაკებები პოლიციელებთან, რომლებმაც რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად. როგორც იუწყებიან, დაშავდა ათობით ადამიანი. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა თამამ სალამმა გააკრიტიკა ძალის გამოყენება და პირობა დადო, რომ მიმართავს ზომებს დემონსტრანტების დაშავებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. სალამმა აღნიშნა ასევე, რომ ლიბანში პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანას არ გააჩნია საკმარისი რესურსები საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილის ხელფასების გადასახდელად. დემონსტრანტები კორუფციას და პოლიტიკოსების უმოქმედობას მიიჩნევენ დანაგვიანებით გამოწვეული კრიზისის მიზეზებად.

XS
SM
MD
LG