Accessibility links

logo-print

პალმირაში უძველესი ტაძარი ააფეთქეს


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა სირიის ქალაქ პალმირაში ააფეთქეს უძველესი ტაძარი ბაალ შამინი. სირიის სიძველეების მთავარმა მეთვალყურემ მაამუნ აბდულკარიმმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ამ დღეს მეომრებმა „ბაალ შამინის ტაძარში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება განალაგეს და შემდეგ ააფეთქეს ის, რითაც ტაძარს დიდი ზიანი მიაყენეს“. ბრიტანეთში მოქმედმა „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 23 აგვისტოს დაადასტურა ტაძრის ნგრევა, თუმცა, ბაალ შამინი ერთი თვის წინ ააფეთქესო. თურქეთში მოქმედმა აქტივისტმა ოსამა ალ-ხათიბმა განაცხადა, რომ ტაძარი 23 აგვისტოს ააფეთქეს. ობსერვატორია და ალ-ხათიბი აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა პალმირის ცნობილი სვეტები.

XS
SM
MD
LG