Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში შეხვდებიან უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 24 აგვისტოს ბერლინში შეხვდება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად. პეტრო პოროშენკო, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი იმსჯელებენ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე. შეხვედრის შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. უკრაინის აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი მზარდი ძალადობა ეჭვქვეშ აყენებს მინსკში მიღწეულ შეთანხმებას. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლის გარშემო შეტაკებების გამო. 2014 წლის აპრილიდან დღემდე 6800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების გამო. პოროშენკოსთან შეხვედრამდე მერკელი და ოლანდი იმსჯელებენ რით შეიძლება უპასუხოს ევროკავშირმა ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს.

XS
SM
MD
LG