Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ არმიის გაზრდის პირობა დადო


კიევის ცენტრში ათასობით სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩაიბარა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა საზეიმო მიმართვაში განაცხადა, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვნად გაზრდის არმიის რიცხოვნებას, რათა ქვეყანამ მოიგერიოს სეპარატისტების თავდასხმები აღმოსავლეთ უკრაინაში. სამხედრო კონფრონტაციამ, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო დონბასში, - ოფიციალური მონაცემებით, 6800 კაცის სიცოცხლე შეიწირა. ვითარების დეესკალაციას ვერ შველის მინსკში თებერვალში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის დარღვევაშიც მხარეები ერთანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 24 აგვისტოს ბერლინში შეხვდება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად. პეტრო პოროშენკო, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი იმსჯელებენ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე. შეხვედრის შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. უკრაინის აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი მზარდი ძალადობა ეჭვქვეშ აყენებს მინსკში მიღწეულ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG