Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინელ ხალხს


უკრაინელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა."მინდა, დაგიდასტუროთ მზადყოფნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის, პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრისთვის, არსენი იაცენიუკისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

XS
SM
MD
LG