Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი და ქართველი ხალხის სახელით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს. „საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

XS
SM
MD
LG